INNO SOLUTIONS-მა საგურამოში განახორციელა უნიკალური პროექტი, სადაც გამოყენებულია VUBA-ს მარმარილოს კენჭოვანი საფარი — ეკოლოგიური, გამძლე და ესთეტიკური გადაწყვეტილება თანამედროვე სივრცეებისთვის.ბრიტანული ტექნოლოგია და მაღალი ხარისხის კენჭოვანი შემკვრელები, დეკორატიულ მარმარილოსთან ერთად, ქმნის ზედაპირს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მომხიბვლელია, არამედ საიმედოდ უძლებს დროის გამოცდას და მაღალი დატვირთვის პირობებსაც.ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოვაყალიბოთ ახალი სტანდარტი დეკორატიული ზედაპირების მიმართულებით — საგურამოს პროექტი კი ამის საუკეთესო დასტურია.